ხაჩიძე გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გიორგი ხაჩიძე – დაიბადა 1974 წლის 9 თებერვალს თბილისში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი (1997).
სამუშაო გამოცდილება
- ხაშურის რაიონის გამგებლის მოადგილე (2003-2004);
- საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში (2004-2005);
- საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი სამცხე-ჯავახეთის მხარეში (2005-2008);
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი (2008-2012).
პარლამენტის წევრი
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.