ხაფანგის ეფექტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ხაფანგის“ ეფექტი - (entrapment effect) – ჰიპოთეზა, რომლის მიხედვით შრომის ბაზარი იყოფა პირველად და მეორად ბაზრებად. პირველადი სექტორი ხასიათდება მაღალი ანაზღაურებით, ზრდის პერსპექტივებით, უსაფრთხოებითა და დამატებითი სარგებლობით, მაშინ როდესაც მეორადი სექტორისთვის ნიშანდობლივია ნაკლებანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, არასტაბილური სამუშაო, არასრული დასაქმება და, როგორც წესი, ნაკლებად მიმზიდველი. მეორადი სექტორიდან პირველად სექტორში გადასვლას აფერხებს არა იმდენად ადამიანისეული კაპიტალისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე მუშაკთა დონეში განსხვავება, რამდენადაც ინსტიტუციური ბარიერები დისკრიმინაციის ფორმით.

ჰიპოთეზა მდგომარეობს იმაში, რომ მეორეული შრომის ბაზრის პირობები წარმოადგენს მუშაკების მიერ ცუდი შრომის ჩვევების შეძენის მთავარ მიზეზს. „ცუდი“ სამუშაოს მქონე მუშაკები ხდებიან „ცუდი“ მუშაკები. ეს მოვლენა უკუკავშირის დიდი სისტემის მხოლოდ ერთი ასპექტია. მასზე გავლენას ახდენს რიგი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებისა, მათ შორის, ოჯახური მდგომარეობაც. საბოლოო ანგარიშით, ყალიბდება „ხაფანგის“ ეფექტი, რომელიც გამომდინარეობს სიღარიბის კულტურის ჰიპოთეზიდან (culture of poverty hypothesis). ამ შემთხვევაში სამთავრობო პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს „კარგი“ სამუშაო ადგილების შექმნას კანონმდებლობით აკრძალული დისკრიმინაციის ნაცვლად.

განსხვავებული მიდგომა აქვთ ნეოკლასიკოსებს, რომელთა აზრით, შრომის მეორეული ბაზრის ასეთი მდგომარეობა არის ინვესტიციების ნაკლებობის გამოხატულება ადამიანისეულ კაპიტალში. თუმცა ინვესტიციების დაბალი დონე ადამიანისეულ კაპიტალში ლოგიკური პასუხია დაბალი შემოსავლისა ინვესტიციებიდან, რომელსაც მუშაკები ღებულობენ დისკრიმინაციის შედეგად და ძირითადად განპირობებულია ენდოგენური ფაქტორებით.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები