ხანიშვილი ტრისტან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტრისტან ხანიშვილი – დაიბადა 1947 წლის 30 მარტს ქარელის რაიონის სოფელ ურბნისში.
განათლება – საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი (1976).
სამუშაო გამოცდილება
- პარტიულ-სამეურნეო საქმიანობა.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91): მაჟორიტარი, ქარელის №34 საარჩევნო ოლქი, უზენაესი საბჭოს სამანდატო და ეთიკის კომისიის, სოფლის მეურნეობის, მიწათსარგებლობისა და ეკოლოგიის კომისიის წევრი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).