ხანია შქვაქვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხანია შქვაქვა (აფხ. Ханиа шкәакәа „თეთრი ხანია“) – ყვავილბატონების მფარველი ქალ-ღვთაება, ინფექციურ დაავადებათა ღვთაების („ახი ზოსხან-ი“) მეუღლე. იგი საწესო ტექსტებში „ძიძად“ იწოდება, ავადმყოფს სასთუმალთან უზის და ქმრის მიერ დაფენილ ყვავილებს ნაზი ხელებით ჰკრეფს. ცოლ-ქმრის სადიდებლად თქმული სიმღერები მხოლოდ მუხლმოყრით სრულდება; სწირავენ თეთრ თხას ან ცხვარს და ავადმყოფის განკურნებას შესთხოვენ.
ლიტერატურა
- А. Миллер. Из поездки по Абхазию в 1907 году. – «Материалы по этнографии России», т. I, С.-ПБ., 1910;
- Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960;
- ს. ზუხბა. აფხაზური ზეპირსიტყვიერება. აფხაზურიდან თარგმნეს თ. გვანცელაძემ და ა. არაბულმა. თბ., 1988.