ხანგრძლივი სარგებლობის საქონელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხანგრძლივი სარგებლობის საქონელი - (durable goods), საქონელი, რომელსაც მომხმარებელი იყენებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში (არანაკლებ ერთი წლისა); ჩვეულებრივ იყოფა წარმოებრივი დანიშნულების ხანგრძლივი სარგებლობის საქონლად (მანქანები, მოწყობილობები და ა.შ.) და სამომხმარებლო დანიშნულების ხანგრძლივი სარგებლობის საქონლად (ავტომობილები, მაცივრები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ა.შ.).