ხალხამი (საქონლის სადგომი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხალხამი − სახლის ქვედა ნაწილში მოწყობილი საქონლის საზაფხულო სადგომი, ფარეხი იაილებსა და ყიშლებში.

აჭარული ტიპის საცხოვრებელი სახლების ქვედა სართული პირუტყვისათვის საზამთრო ბოსელად იყო გამოყენებული, ხოლო მის ქვემოთ არსებული სივრცე განიავების მიზნით ერთხმრივ ანდა ორმხრივ ღიად იყო დატოვებული, რომლის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან ბოსელის იატაკამდე ასოთხმოცდაათ სანტიმეტრამდე აღწევდა. იგი წვიმიან ამინდში პირუტყვის თავშესაფარს ანდა ზაფხულის პერიოდში სოფლად დატოვებული თითო-ოროლა საქონლის სადგომს წარმოადგენდა და ბაკის როლს ასრულებდა. გარდა ამისა, სადგომი, ადგილობრივი პირობების მიხედვით, სხვადასხვა დანიშნულების სამეურნეო საქმიანობისათვისაც იყო გამოყენებული. ასეთი სახის ცოკოლის სართულს აქ ხალხამის გარდა „ხალხამის სართული” ერქვა, ე. ი. ხალხამი აჭარული სახლის ქვედა ღია ნაწილს − ცოკოლის სართულს წარმოადგენდა, რომელიც რთული რელიეფით იყო შექმნილი და ზაფხულის პერიოდში საქონლისათვის თავისუფალ სადგომად გამოიყენებოდა.



წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები