ხაზარაძე მამუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მამუკა ხაზარაძე — დაიბადა 1966 წლის 29 დეკემბერს ქ. თბილისში. — ბიზნესმენი, პოლიტიკოსი
განათლება — 1988 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
- საპროექტო ტექნოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი 1988-1990;
- ფირმა "სანსის" დირექტორი 1991;
- "TBC თბილისის ბიზნეს ცნეტრის" პრეზიდენტი 1991 წლიდან;
- კომპანია საქართველოს მინისა და მინერალური წყლების (GG&MW Co. N. V. ამჟამად Borjomi Beverages Co.N.V.) დამფუძნებელი და პარტნიორი 1995 წლიდან;
- თბილისის მერიის კოლეგია, წევრი (1996-)
- პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკური საკონსულტაციო საბჭო, წევრი (1996-)
- საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი, ვიცე-პრეზიდენტი (1997-2007)
- საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის (GRDC) დამფუძნებელი და პარტნიორი 2004 წლიდან;
- ხელმძღვანელობს კომპანიას "ლისის ტბის განვითარება", რომლის პრეზიდენტიცაა 2007 წლიდან;
- 1992-2019 თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. დიდი წვლილი შეიტანა თბილისში ამერიკული აკადემიის (American Academy in Tbilisi) დაარსებაში.
- 2014 წელს ერნსტ ენდ იანგმა მ. ხაზარაძეს გადასცა საქართველოში წლის მეწარმის ჯილდო.
- პოლიტიკური ორგანიზაცია "ლელო საქართველოსთვის", დამფუძნებელი, პარტიის თავმჯდომარე (2019-)
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ლელო - მამუკა ხაზარაძე“