ჭუმბურიძე კობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჭუმბურიძე კობა – (1956), მხატვარი, პოეტი, მთარგმნელი. დაიბადა თბილისში. გამოცემული აქვს ლექსების კრებული „მეფეთა წიგნი“ (2011) და პოეტური თარგმანების კრებული – „ჩემ სამშობლო საქართველოა“ (2016).
- დედა ენისა
- წვიმებს, გერილებს და არაზანებს,
- ჭალებს, ჭიჭრიკონად შეფერილებს
- და ცის საფირონში განაზავებს,
- ღრუბლებს, იალკიალ შეფენილებს,
- ზვირთებს რიონის და ალაზანის,
- ჭევლებს, ღარისთვალში ნაკულულებს,
- გიზად მობიბინე ბააბანებს,
- ტევრებს, მაღნარებს და დაბურულებს,
- ქედებს, ხარირემთა საბალახოს,
- ქარებს, ზეკარებს და საბარულებს,
- მთათა მოქათქათე ჩაბალახებს,
- ბარში ნაკადულად გაპარულებს,
- კორდებს, ბოკერას და დალაუგას,
- ცვარნამს, ბუსნარებში მოციალეს,
- ბილიკს, ისარას და კაპიშუკას,
- ბექებს, ბოლცომებს და ბორცვიანებს,
- ბაღებს, თითოფერად აფეთქებულს,
- რუებს, ღირღილებს და შფოთიანებს,
- კორტოხს, სამზისგულედ წაფერდებულს,
- ჭერეხს, კარკალებს და ლოდიანებს,
- კაბო ცისარტყელას, ცხრაფერქებულს,
- არმურს, ხევხუვებში ბოდიალას,
- სერებს, კირჩხალებს და ქოჩქოჩელებს,
- ჩხატებს, ბროლეულად ამტვერებულს
- და ჩვენს დედა ენას, მოსაფერებს,
- ერთად მოვეფეროთ ქართველებო!