ჭრელი ქამა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჭრელი ქამა (ლათ. Agaricus placomyces Peck რუს. Шампиньон темночешуйчатый)
ქუდი – 5-10 სმ დიამეტრისაა, მრგვლად ამობურცულია, ზედაპირი დაფარულია მოშავო-მურა ქერცლებით, ნაცრისფერ-ყავისფერია, შუაში – უფრო მუქი.
ფეხი – 6-10 სმ სიგრძისა და 1-1,2 სმ სისქისაა; ცილინდრული, სწორი, ძირში ბოლქვისებრია, ჭუჭყისფერ-თეთრი. საყელო განიერია, თეთრი.
რბილობი – ფეხის ძირში, ჰაერზე და ხელის დაჭერისას მოწითალო მურა ხდება.
სპორები — ელიფსისებრია, მუქი ყავისფერი, 5-7X3-4 მკმ.
იზრდება ნიადაგზე, წიწვიან და ფოთლოვან ტყეში, ზაფხულ-შემოდგომით. შხამიანია, იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას.