ჭრელი ფირფიტკბილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Wrelifirfittkbila.PNG

ჭრელი ფირფიტკბილა (ლათ. Lentinus tigrinus (Fr.) Fr. რუს. Пололистник тигровый)

ქუდი – 3-7 სმ დიამეტრისაა; ამობურცული, შემდეგ – ძაბრისებრი, ტყავისებრი კონსისტენციისა, ზედაპირი დაფარულია ყავისფერი, თითქმის შავი, ბოჭკოიანი ქერცლებით, მოყვითალოა.

ფირფიტები – დაღმავალია, ვიწრო, არათანაბრად დაკბილული კიდეებით, თეთრი ან მოყვითალოა.

ფეხი – 3-5 სმ სიგრძისა და 0,4-0,6 სმ სისქისაა, თანაბარია ან გაწვრილებულია ძირისაკენ და წაგრძელებულია ფესვივით, ზედაპირი დაფარულია წვრილი ყავისფერი ქერცლებით, თეთრია, ძირში მურაა, საყელოს ნარჩენებით.

რბილობი – თეთრია, ფეხის ძირში მუქი, ჰაერზე წითლდება.

სპორები – ელიფსისებურია, უფერული, 7-9X3-4 მკმ.

იზრდება გამხმარ და დამპალ ფოთლოვან ხეებსა და მათ ფესვებზე ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად გამოიყენება მხოლოდ ნორჩობაში, ახალი.

წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები