ჭიქურა მხატვრული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჭიქურა მხატვრული (დეკორატიული) - ხასიათდება თავისებური გარეგნული ეფექტით, ნაწარმს ანიჭებს დეკორატიულ თვისებას, რაც შეესატყვისება არქიტექტურულ-მხატვრულ მოთხოვნილებებს. მხატვრულ ჭიქურას განეკუთვნებიან დენადი, ინკრუსტირებული, მანათობელი, ავანტიურინებული, კრაკლე და სხვ.