ჭეჭკეტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Chechketa.PNG

ჭეჭკეტა (ლათ. Lactarius volemus (Fr.) Fr. რუს. Молочай)

ქუდი – 20 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ამოზნექილი, შემდეგ – ძაბრისებურად ჩაღრმავებული, ზედაპირი დაფარულია ნაზი ბოჭკოებით, სადაა, ნარინჯისფერ-ყავისფერია. ფირფიტები თეთრია ან მოყვითალო, ხელის დაჭერისას მურა ხდება.

ფეხი – 6-10 სმ სიგრძისა და 1,5-2,5 სმ სისქისაა, ცილინდრულია, ქუდის ფერი, ქუდისკენ უფრო ღია ფერისაა.

რბილობი – თეთრია, ჰაერზე მუქდება.

სპორები – თითქმის სფეროსებრია, მეჩხერხორკლიანი ზედაპირით, უფერული. 8-12X7-11 მკმ. სპორების მტვერი თეთრია.

იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან (განსაკუთრებით წიფლნარ), შერეულ და, იშვიათად, წიწვოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება ახალი, დამწნილებული და დამუჟუჟებული ზოგან მას მჭადას (ჭადილოს) ეძახიან.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები