ჭანიშვილი ნინო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნინო ჭანიშვილი – დაიბადა 1945 წლის 3 თებერვალს თბილისში. — ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტი (1967).
სამუშაო გამოცდილება
- სამეცნიერო საქმიანობა.
- „გენდერული განვითარების ასოციაციის“ პრეზიდენტი (1998).
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის წევრი.