წულაია ივლიანე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ივლიანე წულაია – დაიბადა 1982 წლის 11 ივლისს სამტრედიაში. — იურისტი, პოლიტიკოსი.
განათლება – დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (2004).
სამუშაო გამოცდილება
- იურიდიული კომპანია „გაბისონია, დიტრიხი და პარტნიორების“ ადვოკატი (2004-2005)
- იურიდიული კომპანია „დიგესტას“ მმართველი პარტნიორი (2005 2007)
- შპს „არქის“ აღმასრულებელი დირექტორი (2007-2016)
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: მაჟორიტარი, თბილისის №16 საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ - წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი.