წრფივი გარდაქმნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წრფივი გარდაქმნა – x1,x2,...,xn ცვლადებისა არის ამ ცვლადების შეცვლა ახალი x'1,x'2,...,x'n ცვლადებით, რომელთა საშუალებითაც წრფივად გამოისახება ძველი ცვლადები:

x1 = a11x'1 + a12x'2 +...+ a1n x'n + b1,
x2 = a21x'1 + a22 x'2 +...+ a2n x'n + b2,
------------------------------------------------
xn = an1 x'1 + an2 x'2 +...+ ann x'n + bn.

აქ aij და bj (i,j - მუდმივებია) ნებისმიერი რიცხვითი კოეფიციენტებია. თუ bj=0 (j=1,2,...,n), მაშინ წრფივ გარდაქმნას ერთგვაროვანს უწოდებენ.

უმარტივესი წრფივი გარდაქმნა დეკარტის მართკუთხა სისტემაში სიბრტყეზე გამოისახება ფორმულებით:

x = x' cosα - y' sinα + a,
y = x' sinα + y' cosα + b.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები