წინადადების წევრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წინადადების წევრიწინადადების უმარტივესი დაუნაწევრებელი სტრუქტურული ელემენტი, რომელიც გარკვეულ სინტაქსურ ფუნქციას გამოხატავს.

წინადადების წევრი სრულმნიშვნელოვანი სიტყვით ან სიტყვათა შენაერთით გადმოიცემა. მაგ.: „დაბურულ ტყეში დიდი მუხა იდგა“. ამ წინადადებაში ხუთი სრულმნიშვნელოვანი სიტყვაა. ხუთივე სიტყვა წინადადების წევრია, ე. ი. აქ იმდენი წევრია, რამდენიც – სიტყვა. ზოგჯერ წინადადებაში ყველა სიტყვა არ არის წინადადების წევრი, იგი შეიძლება გადმოიცეს მთელი წინადადებითაც, მაგ.: „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი – აფორიზმია“. აქ სულ ორი წევრია: შემასმენელი („აფორიზმია“) და ქვემდებარე (თავად აფორიზმი), რომელიც, თავისთავად, ხუთწევრიანი წინადადებაა. წინადადების წევრებს შორის გამოიყოფა წინადადების მაორგანიზებელი წევრები, რომლებიც წარმოადგენენ წინადადების მთავარ წევრებს. სხვა წევრები, რომლებიც განავრცობენ წინადადებას, წინადადების მეორეხარისხოვანი წევრებია. წინადადებაში გვხვდება აგრეთვე დამხმარე სიტყვები, რომლებიც არ არიან წინადადების წევრები. მათ დამოუკიდებელი სინტაქსური ფუნქცია არა აქვთ და გამოხატავენ მხოლოდ წინადადების წევრებს შორის მიმართებებს.

წინადადების წევრი ამა თუ იმ კითხვაზე მოგვიგებს. წინადადების არაწევრს კითხვა არ დაესმის.

კ. გაბუნია


ლიტერატურა

  • დავითიანი ა. ქართული ენის სინტაქსი, I თბ., 1973;
  • კვაჭაძე. თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბ., 1977;
  • კიზირია ა. მარტივი წინადადების შედგენილობა ქართველურ ენებში, თბ., 1982.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები