წილოსანი ნინო
ნინო წილოსანი — (დ. 19 თებერვალი, 1982, თბილისი) ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს IX და X მოწვევის პარლამენტის წევრი.
ბიოგრაფია
2002 წელსდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით;
2007 წელს გაიარა აუდიტის სასწავლო კურსი (Association of Chartered Certified Accountants);
2015 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში შეისწავლა პოლიტიკის საწყისები.
2003-2007 წლებში იყო ს/ს ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხნის საფინანსო ეკონომიკური განყოფილების უფროსი;
2008-2011 წლებში - ვაგონმშენებელი კომპანიის საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი;
2008-2016 წლებში - შპს „ვაგონშემკეთებელი კომპანიის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ამავე კომპანიაში ეკავა საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის თანამდებობა. ასევე, იყო „წილოსანის ფონდის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი; საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი.
2016 წელს გახდა საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”, №60 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; ეკავა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”, პარტიული სიით. ამჟამად არის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ასევე ხელმძღვანელობს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს. 2021 წლის მარტში გახდა WPL (Women Political Leaders) ქვეყნის ელჩი.