წილადი ნაწილი რიცხვისა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წილადი ნაწილი რიცხვისა – სხვაობა ნამდვილ რიცხვსა და მის მთელ ნაწილს შორის. a რიცხვის წილადური ნაწილი აღინიშნება {a} სიმბოლოთი, უდიდესი მთელი ნაწილი - [a] სიმბოლოთი. რიცხვის წილადური ნაწილი ასე ჩაიწერება: {a}= a-[a]; ცხადია, 0≤{a}<1.