წიკლაური ნუგზარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნუგზარ წიკლაური – დაიბადა 1968 წლის 4 აგვისტოს თბილისში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა ლიტერატურულ-საგამომცემლო საქმიანობას.
- გაზეთი "თავისუფალი საქართველო", კორესპონდენტი (1995-1997)
- გამომცემლობა "ლიტერას" დირექტორი (1999-2006)
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი (2006-2008)
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): პარტიული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
- მე-8 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი 2012 წლიდან: პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.