წითელკაბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Witlio.PNG

წითელკაბა (წითლიო) (ლათ. Russula lepida Fr. რუს. Сыроежка бархатистая)

ქუდი – 10 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ნახევარსფეროსებოოო შემდეგ – ბრტყელი, ზედაპირი მშრალია, სისხლისფერ-წითელოო შეფერილობისა, ცენტრში უფრო ღია ფერისაა, შემდეგ რამდენადმე უფერულდება. ფირფიტები სქელი, თეთრი ოდნავ მოყვითალო ელფერით.

ფეხი – 4-7 სმ სიგრძისა და 1-2 სმ სისქისაა, ცილინდრულია, თეთრი მოვარდისფერო ელფერით. რბილობი – ოდნავ მომწაროა.

სპორები – სფეროსებრია, ხორკლიანი, 7-9 მკმ დიამეტრისა.

იზრდება ნიადაგზე ფოთლოვან ტყეში, უმთავრესად წიფლნარებში, ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად ახალი და დამწნილებული იხმარება. ლიტერატურაში ზოგან არასწორადაა მითითებული, რომ საჭმელად უვარგისია.

წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები