წითელი ტრიქოლოვოფსისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Witelitri.PNG

წითელი ტრიქოლოვოფსისი (ლათ. Tricholomopsis rutilans (Fr.) Sing. რუს. Рядовка красная)

ქუდი – 5-10 სმ დიამეტრისაა, ამობურცული ან ბრტყელი, მოყვითალო-ნარინჯისფერია. ზედაპირი დაფარულია მოწითალო ბოჭკოვანი ქერცლებით ფირფიტები ყვითელია.

ფეხი – 6-10 სმ სიგრძისა და 1-2 სმ სისქისაა, ბოჭკოვანი ზედაპირით, ქუდზე ღია ფერია. რბილობი – ყვითელია.

სპორები – განიერელიფსისებრია, უფერული, 5-8X4-6 მკმ.

იზრდება – დამპალ წიწვიან ხეებზე და მათ ახლოს ზაფხულ-შემოდგომით.

საჭმელად გამოიყენება ახალი, შეიძლება დამწნილებაც.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები