წვეტიანი ბოჭკოვანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წვეტიანი ბოჭკოვანა (ლათ. Inocybe fastigiate (Schaeff.: Fr.) Quell. რუს. Волоконница волокнистая)
ქუდი – 8 სმ-მდე დიამეტრისაა, კონუსისებრი, ზედაპირი დაფარულია რადიალურად განწყობილი ბოჭკოვანი ქერცლებით, ჟანგმიწისფერია მუქ-ყავისფრამდე. ფირფიტები მომწვანო მოყვითალოა ჟანგისფრამდე.
ფეხი – 3-8 სმ სიგრძისაა და 0,2-0,8 სმ სისქისაა, ზედაპირი დაფარულია თეთრი ბეწვებით, მოთეთრო ან ჟანგმიწისფერი, ხშირად ძირისკენ გამსხვილებულია.
რბილობი – თეთრია, არასასიამოვნო მძაფრი სუნით.
სპორები – ელიფსისებრია, სადა, მოყვითალო 8-18X5-7,5 მკმ.
იზრდება ნიადაგზე წიწვიან და ფოთლოვან ტყეებში, პარკებში, ზაფხულ-შემოდგომით. მომაკვდინებელი შხამიანი სოკოა, აზიანებს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემას.