წერტილ-მძიმე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წერტილ-მძიმე (;) − წარმოადგენს ორი სასვენი ნიშნის შეხამებას (რომელშიც მძიმეს თავზე აზის წერტილი), იხმარება თხრობითი წინადადების ბოლოს, რომელიც ანალოგიური ან თანამიმდევრული მოქმედებების ამსახველი მთელი სერიის ერთი შემადგენელი ნაწილია. მაგ.: „ფუტკრები ათიათასობით ერთად ცხოვრობენ; ყოველივე საქმეს ისინი შეერთებული ძალ-ღონით აკეთებენ; ჯერ ფიჭებს აკეთებენ; ფიჭის უჯრედებში დედა-ფუტკარი კვერცხებს დებს“ (ი.გოგებაშვილი).

წერტილ-მძიმე თავისი ფუნქციით წერტილზე ნაკლებია და მძიმეზე მეტი.

საკანონმდებლო დოკუმენტებში (მაგ., კოდექსში) წერტილ-მძიმე დაისმის ყოველი ქვეპუნქტის ბოლოს, რომლის შემდეგაც აბზაცით იწყება ახალი ქვეპუნქტი.

შ. აფრიდონიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები