წერტილების მეთოდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წერტილების მეთოდი

წერტილების მეთოდი – (dot method), ფართობში ლოკალიზებული კარტოგრაფიული სახვითი საშუალება, რომელიც მოვლენის სივრცით განლაგებას გამოსახავს წერტილთა კრებადობით. წერტილების განლაგების მეთოდი ორია:
1. გეოგრაფიული – წერტილების განლაგება მოვლენის კონკრეტული გავრცელების ადგილებში;
2. სტატისტიკური – წერტილების თანაბარი განლაგება სააღრიცხვო – ტერიტორიული ერთეულის მთელ ფართობზე.

პირველი მეთოდი უკეთ ასახავს სინამდვილეს, მაგრამ მოითხოვს მოვლენის გავრცელების არეალის წინასწარ დადგენას, რაც შრომატევადი პროცესია. ზოგჯერ ერთმანეთთან ათავსებენ ორივე მეთოდს.

წერტილების მეთოდის გამოყენება ნიშნავს რუკის დანიშნულებისა და მასშტაბის მიხედვით ერთი წერტილის საფასურის ანუ წონის შერჩევას (1 წერტილი – 1000 მცხოვრები, 1 წერტილი – 100 ჰა სახნავი და სხვ.). თვისებრივად განსხვავებულ მოვლენებს გამოსახავენ სხვადასხვა ფერის წერტილებით, მაგ.: ეთნიკური ჯგუფები მოსახლეობის რუკაზე. შესაძლებელია ერთ რუკაზე სხვადასხვა ფერის და ზომის წერტილების გამოყენება. წერტილების მეთოდი დამუშავებულია სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორ სტენ დე ჰეერის მიერ XX საუკუნის დასაწყისში.

წერტილები განიხილება აგრეთვე, როგორც რელიეფის გამოსახვის გრაფიკული ხერხი. გერმანელმა გეოგრაფმა და კარტოგრაფმა მ. ეკერტმა (1868-1938) წერტილებით და მცირე დიამეტრის მქონე წრეებით გამოსახა ფერდობის წერტილების დახრილობა.

წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები