წერეთელი ნუგზარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნუგზარ წერეთელი

წერეთელი ნუგზარ − (1935), ქართველი მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი. დაიბადა თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი; 1962-1986 წლებში კომკავშირულ და პარტიულ სამუშაოზე იყო, 1993-1996 წლებში კი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-მუშაკი; ეკუთვნის პოეტური კრებულები: „ყველა სიმღერა იწყება შენით” (1980), „მარად და ყველგან” (1985), „ფიქრიანი შემოდგომა” (1986); თარგმანები სლოვაკური (კრებული: „სლოვაკური პოეზიის ანთოლოგია”, მ. ფოცხიშვილთან ერთად, 1985; მ. ვალეკის, ვ. მიჰალიკის კრებულები) და პოლონური პოეზიიდან; მხატვრულ-დოკუმენტური თხზულება გ. რჩეულიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე „მე ახლაც ოცდაექვსი წლისა ვარ” (1980, 1984), მონოგრაფია „სიმონ ჩიქოვანის შემოქმედება”, 1981) და სხვა.


ზღვა
(გურამ რჩეულიშვილის ხსოვნას)
ზღვა გუგუნებდა − ზვიადი, რუხი,
გადასერილი ცეცხლის ენებით,
მე მაინც ვგრძნობდი დაფარულ წუხილს
ზღვის სიახლოვით და გახსენებით.
დასველებული დარბოდა ქარი,
მტკიოდა ერთად შენი და ჩემი
და ანათებდა ათასი თვალით
აბოლებული რეიდზე გემი.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები