წარმოსახვის ხელოვნება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„წარმოსახვის ხელოვნება“ – სასცენო ხელოვნებაში იმ რეალისტური მიმდინარეობის თეორიული გამოხატულება, რომელსაც კ. სტანისლავსკიმ „წარმოსახვის ხელოვნება“ უწოდა (ტერმინის ავტორები არიან კოკლენ უფროსი და დიდრო), მსახიობისაგან მოითხოვს ნამდვილ განცდებს როლზე მუშაობის მხოლოდ მოსამზადებელ, სარეპეტიციო პერიოდში; სცენაზე კი მსახიობი მაყურებელს უჩვენებს შემოქმედების მზა შედეგს, როლის ერთხელ და სამუდამოდ შემუშავებულ ნახატს, სულიერი ძალების გამოუყენებლად.