წავკისელი თინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წავკისელი თინა(გვარად ფეიქრიშვილი) – მე-18 საუკუნის გმირი ქალი. სოფელ წავკისში დაბადებული, ადგილობრივ მებატონეთა ყმა. მონაწილეობა მიუღია სამშობლოს დაცვასა და ბატონყმურ უსამართლობასთან ბრძოლაში. მას როგორც სახელოვან მებრძოლ ქალს, ერეკლე მეფე დიდად აფასებდა, ბოლოს ირანელებს ბოლნისის მხარეში მოუკლავთ. თინა წავკისელის გმირობა ხალხის ხოტბის საგანს წარმოადგენს. ერთი ლექსის მიხედვით იგი ტყვეა და ერეკლე მეფეს სიმართლისათვის ბრძოლაში შველას აღუთქვამს:


მეც მალე დაგეხმარები,
თუ რომ გამიხსნეს ხელიო.


გ. შეთეკაური



ლიტერატურა==

  • ქს. სიხარულიძე, ქართული ხალხური საგმირო-საისტორიო სიტყვიერება, თბ., 1949, გვ. 175-176;
  • დ. ქორიძე, სახელოვანი ქართველი ქალები, თბ., 1965, გვ. 174-177;
  • ხალხური სიბრძნე, ტ. IV, თბ., 1965, გვ. 198.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები