წაბლისფერი ხავსის სოკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Wabliferi.PNG

წაბლისფერი ხავსის სოკო (ლათ. Xerocomus badius (Fr.) Gilb. რუს. Польский гриб)

ქუდი – 5-15 სმ დიამეტრისაა; ჯერ ბალიშისებრია, შემდეგ კი – ბრტყელი; ქუდის ზედაპირი ჯერ ფიფქოვანია, შემდეგ – ლორწოვანი ან ლაბისებრი; გაშრობისას მბზინავია, მუქი წაბლისფერი, შოკოლადის ფერამდე, ჰიმენიალური შრე განიერკუთხოვანი ფორებითაა, მომწვანო-მოყვითალოა, ხელის დაჭერისას ლურჯ-მომწვანო ხდება.

ფეხი – 5-10 სმ სიგრძისა და 1-4 სმ სისქისაა, სწორია ან მოგრეხილი, ზოგჯერ ძირისკენ წვრილდება ან ოდნავ გაბერილია, მურა ბოჭკოვანია, მოყავისფრო, ქუდისკენ უფრო ღია ფერისაა.

რბილობი – მოთეთროა, ჰაერზე ლურჯდება; სოკოს დამახასიათებელი გემოთი.

სპორები – თითისტარისებრია, ყვითელი, 11-17X5-6 მკმ.

იზრდება ნიადაგზე ნაძვნარ და წიფლნარ-რცხილნარ-წაბლნარ ტყეში ზაფხულ-შემოდგომით.

გამოიყენება საჭმელად ახალი, დამუჟუჟებული და გამშრალი.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები