ძერანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Dzerana.PNG

ძერანა (ლათ. Polyporus squamosus. Fr. რუს. Трутовик чешуйчатый)

ქუდი – 5-60 სმ, იზრდება ერთეულებად ან შეერთებულია რამდენიმე ეგზემპლარი ერთად, დასაწყისში მომრგვალოა და ელასტიურ-ხორცოვანია შემდეგ – თირკმლისებრი, მარაოსებრი, ზედაპირი დაფარულია კონცენტრულად განწყობილი ყავისფერ და მუქმურა ზედაპირზე გაკრული ქერცლებით, ღია-მოყვითალოა, ჟანგმიწისფერია და მომწიფებისას თითქმის მურაა, ჰიმენოფორი დასაწყისში თეთრია, შემდეგ – მოყვითალო. მილები დაღმავალია, ფორები მსხვილი კუთხოვანი, უსწორმასწოროდ დაკბილული კიდეებით.

ფეხი – მოკლეაб 1-3 სმ, ჩვეულებრივб გვერდითი, ექსცენტრული, იშვიათად ცენტრალური, ძირში გაგანიერებული და მუქმურა ან შავია, ზედა ნაწილში თეთრია ან ღია-მოყვითალო, ბადისებრ-ფოროვანი, სქელი და მკვრივი.

რბილობი – თეთრია ან მოყვითალო, ჯერ წვნიანი, მსუბუქი, ხორციანი, შემდეგ მაგარი – კორპისებური. სპორები – 10-14X4-5 მკმ, წაგრძელებულ-ელიფსისებრია, უფერული. სპორების მტვერი – თეთრი.

იზრდება მკვდარ და დაზიანებულ ხეებზე, განსაკუთრებით წიფელსა და თელაზე, მთელ სავეგეტაციო პერიოდში. საქართველოში ყველგან გვხვდება. საჭმელია ნორჩობაში, წინასწარი გათუთქვის შემდეგ. სიმწიფეში კორპდება და საჭმელად არ გამოიყენება.

წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები