ძალადობა ხანდაზმულებზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძალადობა ხანდაზმულებზე - გულისხმობს მომვლელის ან სხვა ნდობით აღჭურვილი პირის მიერ ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომლებიც ვნებს ხანდაზმულებს ან ქმნის ზიანის სერიოზულ რისკს; კიდევ, გულისხმობს მომვლელის უუნარობას, დააკმაყოფილოს ასაკოვანი ადამიანის ბაზისური საჭიროებები ან დაიცვას იგი ზიანისგან.

განასხვავებენ „ხანდაზმულებზე ძალადობის“ ხუთ ფორმას: ფიზიკურს, ფსიქოლოგიურს, სექსუალურს, ფინანსურს და უგულებელყოფას. გავრცელების სიხშირის მაჩვენებელია 2-10%. შედარებით მაღალი რისკი რამდენიმე გარემოებასთანაა დაკავშირებული:

  • მსხვერპლს (ხანდაზმულ ადამიანს) აქვს დემენცია;
  • მომვლელი და მსხვერპლი ერთად ცხოვრობენ;
  • მსხვერპლი სოციალურად იზოლირებულია (მაგ., ახლო მეგობრების ნაკლებობა);
  • მომვლელს აქვს ფსიქიკური აშლილობა ან ალკოჰოლის მომხმარებელია;
  • მომვლელი ძალიან არის დამოკიდებული მსხვერპლზე (მაგ., ფინანსურად).

ხანდამზულებზე ძალადობისას სიკვდილიანობის მაჩვენებელი სამჯერ უფრო მაღალია იმ ხანდაზმულებთან შედარებით, რომლებიც ძალადობის მსხვერპლს არ წარმოადგენენ (Lachs et al., 1998) და, ასევე, იმ ასაკოვან პოპულაციასთან შედარებით, რომელიც არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფება (აქვს დეპრესია, ცხოვრობს მოხუცთა თავშესაფარში და სხვა).

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები