ცხოველური სტილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცხოველური სტილი – უძველეს გამოყენებით ხელოვნებასა და ორნამენტიკაში სტილის პირობითი სახელწოდება, რომელიც ხასიათდება ზღაპრული ფანტანტიკური ცხოველებისა და ფრინველების სტილიზებული გამოსახვით. აღმოცენდა დამოუკიდებლად სხვადასხვა ადგილას მონადირეობის საფუძველზე და განვითარდა უმთავრესად მესაქონლეობის ბაზაზე. ნადირის სტილი გამოიყენებოდა სხვადასხვა ხალხის ხელოვნებაში წინაკლასობრივი და ადრეკლასობრივი საზოგადოების ეპოქაში. მას საფუძვლად უდევს პირველყოფილი გვაროვნული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი თაყვანისცემა ნადირისადმი – „ტოტემისადმი“ – (პირველყოფილი ადამიანების რწმენა – ცხოველში ან მცენარეში მაგიური ძალის არსებობის შესახებ), რომლის გამოხატულება, კარგავდა რა თავის წმინდა, მაგიურ მნიშვნელობას თანდათანობით ორნამენტად გადაიქცა.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები