ცოცხამაგარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცოცხამაგარა - Lythrum salicaria L.

ცოცხამაგარა - (Lythrum salicaria L.);
ოჯახი: ცოცხამაგარასებრნი (Lythraceae).
მეგრულადდიხაში ლებია, ჩე ჩხირა ლებია, ჩეჭიფე ლებია.

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მთელი მცენარე შებუსულია. სიმაღლე – 30-200 სმ, სწორად მდგომი. სამ-სამი ან ოთხ-ოთხი ფოთოლი პირისპირ ან რიგ-რიგად არის განლაგებული, ფორმით კვერცხისებურიდან ლანცეტამდე გვირგვინის ფურცლები მეწამული ფერისაა. ყვ. ნაყ. VI-VIII. მცენარე გავრცელებულია ტენიან ადგილებში, წყალსატევების, ტბების, ჭაობებისა და მდინარეების ნაპირას. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.

თაფლოვანი მცენარეა. მცენარის მიწისზედა ნაწილი მთრიმლავი ნივთიერებების გარდა შეიცავს ეთერზეთებს, ორგანულ მჟავებს, ფლავონოიდებს, ტანიდებს, სახამებელს, გლუკოზას, ცვილს, ვიტამინ С, კაროტინს, პექტინოვან, ლორწოვან და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. ხასიათდება ანტისეპტიკური, შემკვრელი, მატონიზირებელი და სისხლდენისშემაჩერებელი მოქმედებით. მრავალი ქვეყნის ხალხურ მედიცინაში გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით. ბალახის ნაყენს იყენებენ ნერვული დაავადებების, თავის ტკივილის, რევმატიზმის, ხველების, გაციების, ეპილეპსიის, ბუასილის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობის, დიზენტერიის, კრუნჩხვების, ენცეფალიტის სამკურნალოდ. გარეგანად – კანის დაავადებების, წყლულებისა და ეგზემის საწინააღმდეგოდ. ნედლ ფოთლებს – სისხლიანი ჭრილობების მოსაშუშებლად.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები