ცოცხალი გაზეთი (თეატრალიზებული წარმოდგენა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„ცოცხალი გაზეთი“ – წარმოდგენა დაფუძნებული საგაზეთო მასალებზე და მიმდინარე მოვლენებსა და ფაქტებზე. მასში შედიოდა მონოლოგები, კოლექტიური დეკლამაცია, სასიმღერო შაირები, ფელეტონები.
„ცოცხალი გაზეთი“ შეიქმნა XX საუკუნის 20-იან წლებში რუსეთში. ისინი წარმოდგენებს მართავდნენ კლუბებში, წითელ კუთხეებში, საგანმანათლებლო სახლებში. „ცოცხალი გაზეთი“ იყო კომუნისტური აგიტაციის ერთ-ერთი ფორმა.