ცოტაძე ლიანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლიანა ცოტაძე — (დ. 5 ივნისი, 1961, თბილისი) — ქართველი წყალში მხტომელი, კოშკი. XXII ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1980, მოსკოვი), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1979, 80), სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ჩემპიონი (1979), სსრკ თასის სამგზის მფლობელი (1978, 79, 81). ესპანეთისა და ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.