ციხისჯვარი (სოფელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ციხისჯვარი – სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თორის ქვაბულში, მდინარე შავწყალის (ბორჯომულის აუზი) ნაპირებზე, ზღვის დონიდან 1595-1692 მ სიმაღლეზე, ქ. ბორჯომიდან 41 კმ მანძილზე, კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი. მოსახლეობის რიცხოვნობა – 644. მათი უმრავლესობა (65 %) ბერძენია, ცხოვრობენ ქართველებიც – 27 % (2002). საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხესიმაგრე – ციხისჯვარი, ნადარბაზევის (თორის) ეკლესია (განვ. შუა სს.), თორის სასახლე (განვ. შუა სს.) და სხვა ნაგებობები (განვ. შუა სს.).


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები