ციციშვილი ზაზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი (ფრესკა)

ციციშვილი (ფანასკერტელი) ზაზა (XV ს.) — მწიგნობარი, მკურნალი, პოლიტიკური მოღვაწე. ძირძველი გვარის (ფანასკერტელთა) შვილი, მისი უკანასკნელი წარმომადგენელი და პირველი ციციშვილი იყო გიორგი მერვეს მომხრეთაგანი მეფისა და ყვარყვარე ათაბაგის ბრძოლაში. ყვარყვარე ათაბაგის გამარჯვების შემდეგ იძულებული შეიქნა შიდა ქართლში დასახლებულიყო. მისი სადგომი გახდა მზორეთი. თავის მამულში ჩაატარა მშენებლობა, განაახლა ყინწვისის ტაძარი და აუშენა ეგვტერი. ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას — გადააწერინა იოანე ოქროპირის „სწავლანი“. მთავარი მისი ღვაწლია „სამკურნალო წიგნი“, რომელიც განიხილავს მედიცინის როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ საკითხებს. ზაზა ციციშვილის ძირითადი წყაროები ძველი ქართული სამედიცინო ძეგლებია.

ტექსტი და ლიტერატურა

ზაზა ფანასკერტელი, სამკურნალო წიგნი („კარაბადინი“), 1950, 1959.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები