ციცერონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ციცერონი

მარკუს ტულიუს ციცერონი – (ლათ. Marcus Tullius Cicero; დ. 3 იანვარი, ძვ. წ. 106 — გ. 7 დეკემბერი, ძვ. წ. 43), რომაელი პოლიტიკური მოღვაწე, ორატორი და მწერალი.

ეკუთვნოდა მხედართა წოდებას, განათლება მიიღო რომსა და საბერძნეთში. დიდმა ორატორულმა მონაცემებმა გაუკვალა გზა პოლიტიკურ ასპარეზზე. 75 გახდა კვესტორი, 69 – ედილი, 66 – პრეტორი, 63 - კონსული. მის კონსულობას დაემთხვა კატილინას შეთქმულება, რომლის განადგურებაშიც ციცერონმა გადამწყვეტი როლი შეასრულა. ცეზარის მიერ რუბიკონის გადმოლახვის შემდეგ ციცერონი პომპეუსს მიემხრო. ცეზარმა საწინააღმდეგო ბანაკში ყოფნა აპატია, მაგრამ დიქტატურის არსებობის წლებში პოლიტიკურ სფეროს ჩამოშორებული იყო. ცეზარის სიკვდილის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა პოლიტიკურ ცხოვრებას. როგორც სენატის პარტიის ბელადი, იბრძოდა ადრინდელი რესპუბლიკური წყობილების აღსადგენად. შეურიგებელი პოზიცია დაიკავა მეორე ტრიუმვირატის მიმართ, მისი აქტიური წევრის ანტონიუსის წინააღმდეგ წარმოთქვა სიტყვების სერია – ფილიპიკები (დემოსთენეს სიტყვების მიბაძვით) რამაც დააჩქარა პროსკრიფციებში მისი სახელის შეტანა. მოკლეს ძვ. წ. 43 წლის დეკემბერში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები