ცისკარაშვილი შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შალვა ცისკარაშვილი

შალვა ცისკარაშვილი – (Shalva Tsiskarashvili), ქართველი დიპლომატი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან (2012-2018).

დაიბადა: 13 ნოემბერი, 1973 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1990-1996 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით; მიიღო იურისტის კვალიფიკაცია;
2000-2001 – გაიარა საერთაშორისო სამართლის კურსი მილანის უნივერსიტეტში.

სამუშაო გამოცდილება:
1997 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის სტაჟიორი;
1998-1999 – სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის მეორე მდივანი (დროებით);
1999-2000 – სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის მესამე მდივანი;
2000-2004 – სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის მეორე მდივანი;
2004-2006 – გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის პირველი მდივანი;
2006-2009 – გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი;
2009 – სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2009-2012 – გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე;
2017 – გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი;
2018 – საგანგებო დავალებათა ელჩი;
2018-დან – სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი.

ფლობს: ინგლისურ, იტალიურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები