ციმინტია აკაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აკაკი ციმინტია – 1996 - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1972), დაიბადა სოფელ ჯვარში (წალენჯიხის რაიონი), 1942 წელს დაამთავრა სოფელ ჯვარის საშუალო სკოლა, 1947 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასპირანტურა (1950) 1950-1955 წლებში და 1960 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტში. 199I წლიდან არის თბილისის პოლიტოლოგია-სოციოლოგიის სასწავლო ინსტიტუტის რექტორი, შემდეგ საპატიო რექტორად.

ა. ციმინტია თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის პირველ პერიოდში დაინტერესებული იყო გნოსეოლოგიისა და ისტორიული მატერიალიზმის პრობლემებით. ამ პრობლემებზე მუშაობამ იგი ონტოლოგიამდე მიიყვანა. ფილოსოფიის ამ სფეროში მან გამოაქვეყნა რამდენიმე წიგნი.

ა. ციმინტიას მიაჩნია, რომ ტერმინი „ფილოსოფია“ ცოდნის არავითარ ობიექტზე არ მიუთითებს, ამიტომ იგი უნდა შეცვალოს ეინოლოგიამ - ყოფნის თეორიამ, რომელიც, მისი აზრით, სამყაროს არსებობის (ყოფნის) პირობებსა და პრინციპებს სწავლობს. ეინოლოგია სამი ნაწილისაგან შედგება: სუბსტრატოლოგია, არხელოგია და ფუნდამენტოლოგია.


თხზულებები

  • „პრაქტიკის როლი შემეცნების პროცესში“ (თბილისი, 1924);
  • „ხალხი - ისტორიის შემოქმედი“ (თბილისი. 1932);
  • „ცოდნის ობიექტურობის პრობლემა მარქსისტულ გნოსეოლოგიაში” (თბილისი, 1968);
  • „ყოფნა და ცვალებადობა" (თბილისი, 1989);
  • „ფილოსოფიის შესავალი“ (თბილისი, 1997);
  • „ონტოლოგიის ძირითადი პრობლემები“ (თბილისი, 2003).

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები