ციმბირული დიყი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ციმბირული დიყი - (Heracleum sibiricum L.). ციმბირული დიყი ქოლგოსანთა ოჯახის მრავალწლიანი მცენარეა; იზრდება ევროპული ნაწილის შუა და ჩრდილოეთ ზონებში, აგრეთვე ციმბირში, ტყის პირებზე და შამბნარში. ყვავილები მოყვითალო მწვანეა, თავმოყრილია ქოლგად. ყვავილობს 20 დღის განმავლობაში ივნის-ივლისში.