ციკლოიდური პიროვნული აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ციკლოიდური პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანები მერყეობენ უკიდურესად დეპრესიულ და ჰიპერთიმურ მდგომარეობებს შორის. გუნებ-განწყობის ასეთი არასტაბილურობა ბევრად უფრო დამანგრეველია, ვიდრე რომელიმე პერსისტენტული მდგომარეობა. ასეთი აშლილობის მქონე ადამიანები პერიოდულად უკიდურესად მხიარული, აქტიური და პროდუქტიულები არიან. ასეთ დროს ისინი იღებენ დამატებით პასუხისმგებლობას სამუშაოსთან და სოციალურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. შემდეგ მათი გუნებ-განწყობა იცვლება. ოპტიმიზმი იცვლება უარყოფითი, უიმედო დამოკიდებულებით ცხოვრების მიმართ. მათი ენერგიის დონე დაბლა იწევს. თუ აწეულ მდგომარეობაში ყოფნისას ისინი ხალისით იღებენ სხვადასხვა ვალდებულებებს, ახლა ყოველივე ეს მათთვის მძიმე ტვირთად იქცევა. ისინი იღებენ არასწორ გადწყვეტილებებს და უარს ამბობენ ისეთი შესაძლებლობების გამოყენებაზე, რომლებზეც, სხვა შემთხვევაში, უარს არ იტყოდნენ. საბოლოოდ ისინი უბრუნდებიან ნორმალურ გუნებ-განწყობას ან აწეულ მდგომარეობას.

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები