ცეცხლრიკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცეცხლრიკი – მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ცხელი მყარი ნაჭრების გასაცივებლად კლინკერის წარმოებაში, აგრეთვე მყარი საწვავის შესაკავებლად საცეცხლურებში. მზადდება თუჯის რიკულებისაგან, რომელსაც ჰაერის გასატარებლად აქვს ხვრელები. რიკულებიანი ცხაურები მზადდება მართკუთხა და მრგვალი, ჰორიზონტალური და დახრილი, უძრავი და მოძრავი საფენით (ჯაჭვური ცხაურები).