ცეცხლის მოლანდება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცეცხლის მოლანდება – ხალხური რწმენა-წარმოდგენებით ირკვევა, რომ მელოგინე ქალს შესაძლოა ალი მოელანდებოდა. „ალის მოლანდებას” მოსახლეობა „ალის დაცემასაც” უწოდებდა. ხშირად ალის მოლანდებას ცნება ცეცხლის მოლანდება ენაცვლებოდა. როცა მელოგინე ქალი ავად გახდებოდა, მას კალთაში თივას, ქერს, სიმინდს ანდა პურის მარცვალს ჩაუყრიდნენ და „ალათის ცხენს” ანდა „ტორათის ცხენს” შეაჭმევდნენ. ალათის ცხენი მოყვითალო ფერის, ხოლო ტორათის ცხენი მოწითალო ფერისა იყო. გადმოცემით, თუ ქალს ასეთი რიტუალი წაადგებოდა, მაშინ ცხენი მოკვდებოდა ანდა თუ ცხენი დაიჭიხვინებდა, მაშინ ქალი გადარჩებოდა. საწინააღმდეგო შემთხვევაში, ქალი მათი შეხედულებით, ამქვეყნიურ ცხოვრებას ტოვებდა.

ხშირად, ახალმომშობიარებულ ქალს მარტო ტოვებდნენ, მაგრამ არ აძინებდნენ, აიძულებდნენ გვერდულად წოლილიყო, რითაც მას ალის მოლანდებისა და დამუნჯებისაგან იცავდნენ. ასევე, ყოფაში იცოდნენ „ალის საინზე” წყლის დასხმა და „წყლის მოლესვა”, რომელსაც მელოგინეს ალევინებდნენ. მსგავს შემთხვევაში ქმარი ცერზე წყალს დაისხმადა და ცოლს ცერზე შერჩენილ წვეთებს ასმევდა. წყალი ცეცხლის საპირისპირო ცნებას წარმოადგენს და, როგორც ჩანს, მას აქ ნაყოფიერების ფუნქციის გარდა სხვა დატვირთვაც გააჩნდა, რადგან ალის დამთრგუნავ ენერგიად აღიქმებოდა.


ლიტერატურა

მგელაძე, 2000.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები