ცაცხვიანის ხატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცაცხვიანის ხატი - არქიტექტურული ძეგლი დგას მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაქაროში. მდებარეობს სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 2-3 კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (4,7X4,1 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვიშაქვით. დაზიანებულია: ახდილია სახურავი, ამოცვენილია ჩრდილოეთ კედლის საპირე ქვები. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთითაა. აღმოსავლეთით სწორკუთხა, მომრგვალებულკუთხეებიანი საკურთხეველია. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია ვიწრო სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო პატარა სწორკუთხა ნიშია. სარკმლის ქვემოთ; კედელზე მიდგმულია სატრაპეზო ქვა. საკურთხევლის ბაქანი დარბაზის იატაკზე ერთი საფეხურით მაღალია. გარედან კედლები დასრულებულია ქვიშაქვის თაროსებრი ლავგარდნით. შემორჩენილია რიყის ქვით ნაგები გალავნის ფრაგმენტები.