ცალფერდა სახურავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცალფერდა სახურავი (ინგლ. pent-roof) – სახურავის სახეობა (ნივნივების, წამწეების, კოჭების სისტემა), რომელსაც მხოლოდ ერთი ფერდი აქვს.
არსებობს სხვადასხვა დანიშნულების: ერთქანობიანი ერთფერდიანი (გამოიყენება მთლიანი სახლის, საწყობის, სამეურნეო შენობის ვერანდის, ტერასის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მცირემალიანი გრძელი ფარდულის გადასახურად და სხვ.) და ხერხის კბილების ფორმის ნაკეცებიანი, რომელიც ჩვეულებრივ უზრუნველყოფს შენობის სათავსის კარგ ბუნებრივ განათებას და საწარმოში იცავს მომუშავეებს პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედებისაგან.