ცალთვალა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცალთვალა – ბერძ. კიკლოპი, ცინთვალი. ჰომეროსის პოემებიდან მოყოლებული ლიტერატურასა და ფოლკლორში ბევრჯერ იხსენიება ცალთვალა გმირები. ბერძნული წყაროები არიმასპებს – ცალთვალა ადამიანებსაც ასახელებენ. ქართულ ფოლკლორში ცალთვალა დევები მოქმედებენ, რომელთა დამარცხება დიდ სიძნელეს წარმოადგენს. ხევსურულ ლექსებში ცალთვალას შესატყვისი ცინთვალი: დევი „სუმბატა ცინთვალ იყო, შუბლში ეჯდა ერთი თვალი“.
მ. ჩიქოვანი
ლიტერატურა
მ. ჩიქოვანი, ბერძნული და ქართული მითოლოგიის საკითხები, 1971.