ჩხერიმელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩხერიმელამდინარე საქართველოში, ხარაგაულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში. ძირულის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1150 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე 39 კილომეტრი. აუზის ფართობი — 490 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, თოვლის დნობის შედეგად, შუა თებერვლიდან ივნისის დასაწყისამდე. ზაფხულსა და ზამთარში წყალმცირობაა, ხოლო შემოდგომაზე — წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 13,6 მ³/წმ.

„პატარა წყალია, მარა ჩქარია და გამოვარდნა იცის. სოფელია ქვები და იმის ბოლოზე ჩამოდის. საიმტერესო სახელი აქ: ჩხერიანი ადგილებია ბევრი და იმის გაღმით და გამოღმით მელა ბუდობს ძანიალი ბევრი დაათქვეს ამაზე ჩხერის მელა. ნადირობდენ თურმე ძველათი და ხოცემდენ ბევრს“ (დავ.ორჯონიკიძე, ქ.თბილისი, 1980 წ.).


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები