ჩხეიძე სეხნია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩხეიძე სეხნია - სახლთუხუცესი 1660-იანი წწ.; იგი და მისი ძმა - სვიმონ კათალიკოსი, ეხმარებოდნენ ბაგრატ IV-ს გამეფებაში, რამაც განაპირობა სეხნიას დაწინაურება სამეფო კარზე, მაგრამ მალე მეფეს განუდგა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა (ჩხარის ბრძოლა, 1669 წ.). გამარჯვებულმა ბაგრატ IV-მ ს-ობა ჩხეიძეების გვარს ჩამოართვა და საზვერელ ჩიჯავაძეს უბოძა.
წყაროები და ლიტერატურა
- ვახუშტი 1973: 204, 205;
- სოსელია 1973: 44-45.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში