ჩხეიძე პეტრე
ჩხეიძე პეტრე – (Chkheidze Peter), ქართველი დიპლომატი, 1993-1994 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, 1994-2002 წლები საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, 2002-2004 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში
დაიბადა 22 ოქტომბერი, 1941 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.
განათლება:
1963 – დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი – კვალიფიკაცია იურისტი;
1969-1972 – სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის, სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი – ასპირანტურა;
1975 – იმავე ინსტიტუტში დაიცვა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი;
1975-1978 – საკავშირო საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიის აკადემია, კვალიფიკაცია – დიპლომატი.
სამუშაო გამოცდილება:
1963-1968 – საქართველოს რესპუბლიკის პროკურორთან არსებული განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი;
1971-1975 – საქართველოს კპ თბილისის კომიტეტის ადმინისტრაციული და სავაჭრო საფინანსო ორგანოების ინსტრუქტორი, განყოფილების უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი;
1973-1978 – ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი;
1975-1978 – სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის მსმენელი;
1978 – საკავშირო საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილება, პირველი მდივანი;
1978-1984 – პირველი მდივანი, მრჩეველი, რეფერენტურის ხელმძღვანელი, საბჭოთა კავშირის მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში;
1984-1986 – საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების გამგე;
1984-1991 – საბჭოთა კავშირის აზიისა და აფრიკის ქვეყნებთან მეგობრობის და მშვიდობის კომიტეტების წევრი, ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიისა და საქართველოს იურიდიული აკადემიის წევრი;
1985-1990 – საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი და პრეზიდიუმის წევრი;
1986-1988 – თბილისის კპ საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი;
1988-1989 – საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის საორგანიზაციო და საკადრო მუშაობის განყოფილების გამგე;
1989-1991 – საქართველოს პროფკავშირების კონფედერაციის თავმჯდომარე;
1991-1992 – საქართველოს მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი და მუდმივი წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან;
1992-1993 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი რუსეთის ფედერაციაში.
ფლობს: ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.