ჩიქოვანი ირაკლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ირაკლი ჩიქოვანი – დაიბადა 1980 წლის 28 აგვისტოს ზუგდიდში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (2002).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე.
- ეროვნული უშიშროების საბჭოში (2004-2006);
- საგარეო საქმეთა სამინისტროში (2006-2007);
- გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე (2007-2009).
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან: მაჟორიტარი, №27 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (11-12-2020); საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი (17-12-2020), თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი (17-12-2020).
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015